среда, 7 октября 2009 г.

ბევრი რამ ვაშლის შესახებ



1.პროექტის სახელი: ვაშლი
2.პროექტის მოკლე აღწერა :მოსწავლეები მოიძიებენ ინორმაციას და იკვლევენ ვაშლის ადგილს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები,დახატონ სხვადასხვა ჯიშის ვაშლები, მითოლოგიური პერსონაჟები, გადაიღონ ფოტოები და განათავსონ საიტზე.
 
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: რამდენად სასრგებლოა ვაშლი და ვაშლის პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის; რა როლი ითამაშა ვაშლმა მეცნიერებაში,როგორაა იგი მოხსენიებული ბიბლიაში, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. მოსწავლეები აგროვებენ საჭირო მასალას როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე ადამიანების გამოკითხვით, ვისაც გამოცდილი აქვს ვაშლის საოცარი თვისებების ზემოქმედება. პროექტში მონაწილე ბავშვები შეაგროვებენ კულინარულ რეცეპტებს ვაშლის გამოყენებით. შეფასდება, თუ როგორ იქნება დაცული ჰიგიენა და კერძის მომზადების ტექნოლოგია,რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა. მოსწავლეები შექმნიან რეცეპტების ელექტრონულ წიგნს თავისივე ფოტომასალით და განათავსებენ მათ ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 12-16 წწ.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან / ნებისმიერი 2–3 კვირის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა, წერა და წარდგენა(რუსულ ენაზე), ინტერვიუების გაკეთება, სურათების გადაღება, ბლოგების შექმნა, რეცეპტების ელექტრონული წიგნისთვის საუკეთესო რეცეპტების შერჩევა, ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება–შერჩევა, თანამშრომლობა.
 
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას მრავალ საგანში: ბიოლოგიაში- შეისწავლიან რა ვაშლის დადებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, ლიტერატურაში – მოიძიებენ რა ლიტერატურულ მასალას ვაშლზე, მითოლოგიაში – მოიძიებენ რა მასალას „განხეთქილების ვაშლზე“; თანამედროვე ტექნოლოგიებში – გაეცნობიან რა ინფორმაციას Apple -ის შესახებ; შექმნიან ვებ-ბლოგებს, რეცეპტების ელექტრონულ წიგნს თავისი ილუსტრაციებით, გამართავენ დისკუსიებს; მოძიებული რეცეპტების მიხედვით მოამზადებენ ვაშლიან კერძებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (ბლოგები, , ფოტოები, ელ. ) გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას ისეთი უნიკალური ხილის შესახებ, როგორიცაა ვაშლი; მოამზადოს
კერძი პროექტის მონაწილეების მიერ შემოთავაზებული რეცეპტებით.

9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ან სხვა (სურვილისამებრ).


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, მითოლოგიასთან(ხელოვნება), სხვა უცხო ენებთან. პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად. ეროვნული სასწვლო გეგმის ელექტრონული ვარიანტია: www.ganatleba.org

11. პროექტის ფასილიტატორი: მაია ლორთქიფანიძე, 123–ე სკოლის პედაგოგი.

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.lortqipanidze77@gmail.com

13. პროექტის ფორუმი: